გაცნობებთ, რომ ამა წლის 19 ნოემბერს, 15 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში გაიმართება „კლევერინგას ლექცია“. ლექციას ჩაატარებს ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორი ნილს ბლოკერი, რომელიც მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალში.
რუდოლფ კლევერინგა იყო პროფესორი ლეიდენის უნივერსიტეტში, რომელმაც 1940 წლის 26 ნოემბერს თავისი გამოსვლით გააპროტესტა ნაცისტური საოკუპაციო ძალების ქმედება. კლევერინგას მამაცმა გამოსვლამ დიდი გავლენა მოახდინა აკადემიური თავისუფლებაზე, დისკრიმინაციის აკრძალვასა და ინდივიდუალურ გამბედაობაზე. 1946 წლიდან ყოველწლიურად იმართება კლევერინგას ლექციები როგორც ნიდერლანდებში, ისე საზღვარგარეთ.